Tuesday, March 27, 2012

საწყისი გვერდი








წიგნი ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა, ცოდნის გავრცელების, განათლების და აღზრდის იარაღი. წიგნის ტექსტების ფიქსირება ხდება ფურცელზე ნიშნების, ასოების ან სხვა გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით, რომელიც აღიქმება ვიზუალურად.
თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველ ფურცლების კოდექსბლოქს გარე დამცველი ელემენტებითურთ ( ყდა, გარეკანი ).


ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით - წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფების და ანბანის გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე რაც ხელთ მოხვდებოდათ. 

1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ - იტალიური ლექსიკონი. მე-18 საუკუნეში საქართველოშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა ”სახარება”, ”დავითიანი”, ”სამოციქულო” და ”ვეფხისტყაოსანი”.      

წყარო

No comments:

Post a Comment