პირველი კომპიუტერი შეიქმნა 1946 წელს აშშ–ში. მათი დანიშნულება იყო დიდი მოცულობის გაანგარიშებათა სწრაფი და ზუსტი შესრულება. ეს გარემოება აისახა კიდეც სახელწოდებაში. სიტყვა computer ინგლისურად გამომთვლელს ნიშნავს.პირველ კომპიუტერებს დიდი გაბარიტები ჰქონდათ, შესაძლებლობები კი შემოიფარგლებოდა, მხოლოდ რიცხობრივი ინფორმაციის დამუშავებით. შემდგომში ელექტრონული ტექნიკის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა მათი შესაძლებლობები და მცირდებოდა მათი ზომები. გაჩნდნენ ჯერ მინი, ხოლო 80–იანი წლების დასაწყისში მიკრო – კომპიუტერები, რომლებმაც საფუძველი დაუდეს თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს. აპარატურულ სრულყოფასთან და ფუნქციურ შესაძლებლობებთან ერთად ვითარდებოდა და მარტივდებოდა კომპიუტერთან დიალოგის საშუალებები, რაც აფართოვებდა მომხმარებელთა წრეს.
ამჟამად კომპიუტერი სხვადასხვა სახის ( რიცხვითი, ტექსტური, გრაფიკული, ვიზუალური და ბგერითი ) ინფორმაციის დამუშავების უნივერსალური ინსტრუმენტია.
წყარო

No comments:
Post a Comment