პირველი წიგნი და სტამბა საქართველოში


საქართველოში წიგნად გამოცემის ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა მე – 18 საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ VI – ის მეფობის დროს. სტამბის გამმართველას ვახტანგ VI რუმინეთიდან მოუწვევია ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი მ. იშტვანოვიჩი.
პირველი წიგნი რომელიც დაისტამბა იყო სახარება 1709 – 1712 წ.წ დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, მათ შორის, განსაკუტრებულ ყურადღებას იმსახურებს სწავლულ კაცთა მიერ მეცნიერულად  დადგენილი წიგნი ვეფხისტყაოსნისა, ვახტანგ VI – ის რედაქციითა და კომენტარებით. სულ სტამბაში დაიბეჭდა 19 დასახელების წიგნი, რომელთა ბეჭვდის და გამოცემის ხარისხი ისეთივეა, როგორც ევროპის სტამბაში გამოცემული წიგნისა. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური. ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავ ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები.ტექნიკური შესრულების ყოველი მხარე – კარგი ქაღალდი, ჩინებული აკინძვა, იმდროინდელი ხელოვნების შედევრია.
სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ. ორბელიანი იგივე ნ. თბილელი (სულხან – საბა ორბელიანის ძმა), გერმანელი მღვდელმონაზონი, კვირიკე სამთავნელი და სხვანი.

No comments:

Post a Comment