23 აპრილი – წიგნის საერთაშორისო დღე
1923 წელს კატალონიაში, წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყო.სერვანტესის გარდაცვალების დღეს – 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან წიგნებს იღებდნენ საჩუქრად. ქალები მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს მამაკაცებს და მთელ ესპანეთს ახსენებდნენ, რომ წიგნს ამქვეყნად ვერაფერი შეცვლის! ეს ამბავი ესპანეთში ხდებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც " იუნესკომ " 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, 23 აპრილის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო.
ეს გახდა დღე, როდესაც ქუჩებსა და ავენიუებს ახალი თუ ძველი წიგნები ფარავს და კაცობრიობა კიდევ ერთხელ იწყებს საუბარს იმის შესახებ თუ რაოდენ აუცილებელია წიგნი ადამიანის განვითარებისთვის.
23 აპრილს ჩვენი ქვეყანაც წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წიგნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში იმართება ღონისძიებები. თბილისის სახემლწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა და სტუდენტური კლუბი " ვიტამინი " წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სამედიცინო უნივერსიტეტი ეზოში მოეწყობა ბუკინისტური ბაზრობა, ხოლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართება წიგნების გამოფენა – გაყიდვა. სხვადასხვა გამომცემლობა საკუთარ გამოცემებს წარმოადგენს.
გარდა ამისა სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყობა შოუ – " ცოცხალი ბიბლიოთეკა ", ანუ წიგნები ადამიანები იქნებიან ხოლო მათი წაკითხვა საუბრის საშუალებით მოხდება. ბიბლიოთეკაში "წიგნებად" მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები: გია მურღულია, მიხეილ ცაგარელი, ინესა მერაბიშვილი, ჯუმბერ ლეჟავა, დეფი გოგიბედაშვილი და სხვ. თითოეული " წიგნი
" დასათაურებული იქნება. ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში წიგნის თემაზე შექმნილი ფოტოები და პოსტერები გამოიფინება, რომლებზეც გამოსახული იქნება ბესთსელერების ყდები. მოხდება ფილმის დემონსტრირე და დისკუსია ტემაზე – " წიგნის დანიშნულება თანამედროვე სამყაროში ".
დასასრულს სამედიცინო უნივერსიტეტის "ცისფერ " დარბაზში გაიმართება პოეზიის საღამო მუსიკალური გაფორმებით.
23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღეს, ჩვენს თანამემამულეებს გვსურს შევახსენოთ, რომ წიგნს ამქვეყნად ვერაფერი ჩაანაცვლებს, ვერც ისეთი ყოვლისშემძლე და ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი და საჭირო გამონაგონი, როგორიც კომპიუტერია.
წყარო
Subscribe to:
Comments (Atom)

No comments:
Post a Comment