წიგნის წარმოშობის ისტორია
წიგნი განსწავლულობის, მეცნიერების და სიბრძნის თვალსაჩინო სიმბოლოა. მისი შექმნის ისტორია მრავალ წელს მოიცავს. იმის ცდა, რომ ადამიანს რაიმე წერით გადმოეცა, ძალიან დიდი იყო. ყველას თავისი მეთოდი ჰქონდა, მაგრამ შექმნის მიზანი ნაკლებად იყო ჩამოყალიბებული.
პირველი წიგნი გვიანდელ შუა საუკუნეებში დაიბეჭდა. მაშინდელი წიგნის მბეჭდავი, იოჰან გიუცენბერგი, წიგნის ბეჭდვის გამომგონებლად ითვლება (1400-1468), თუმცა ბეჭდვის ტექნიკა, რომელიც მან განავითარა და სრულყო გაცილებით ადრე გამოიგონეს.
იოჰანეს გიუცენბერგმა პირველი წიგნის ბეჭდვა დაასრულა 1455 წელს, რომელიც 180 ეგზემპლარად დაიბეჭდა.
შუა საუკუნეებში წიგნები გარეგნულად ისეთივე იყო, როგორიც დღესაა _ მათ ჰქონდათ ყდა, ფურცლები და ნახატები.
წიგნებს მონასტერში ბერები წერდნენ. მათ გადამწერები ერქვათ. გადამწერები წიგნებს იწერდნენ და კაზმავდნენ.
ეგვიპტელები, თურმე, გაბრტყელებული პაპირუსისგან გაკეთებულ ქაღალდზე წერდნენ. მელანს ისინი წყალსა და წებოსთან შერეული ხის ნახშირისგან ამზადებდნენ.
მოგვიანებით ცხოველების ტყავის პერაგამენტზე ანუ ეტრატის დამზადება დაუწყიათ. იგი პაპირუსზე უკეთესი იყო, რადგან ეტრატზე ორივე მხრიდან იწერება.
ძველი ეგვიპტური იეროგლიფი

წიგნები და იეროგლიფები ეგვიპტეში განსაკუთრებულ, ჭილის ქაღალდზე იწერებოდა. იგი პაპირუსისგან მზადდებოდა და ჩვეულებრივ ქაღალდზე გაცილებით გამძლე და მოქნილი იყო. ეს ქაღალდი ძვირი ჯდებოდა და ამიტომ უბრალო, ყოფილი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათვის ე.წ. ოსტრაკონს – ბრტყელ ქვას ან თიხის ფიფიტას იყენებდნენ. კალმად ლერწმის ღეროს ხმარობდნენ, მელანს კი ჭვარტლისგან ამზადებდნენ.
ეგვიპტური დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ყველა წერილობითი ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია. იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა: ჰიეტეს – საღვთო, ლუპჰე – ამოკვეთა, ამოჭრა.
ჩინური დამწერლობა
ქრისტესშობიდან 175 წელს ჩინელმა სამეფო კარის სწავლულმა მეთოდი რომლითაც შესაძლებელი იყო ლექსებისა და ისტორიული ცნობებბის თაობებისათვის შენახვა.
მოგვიანებით ჩინელებმა ქვის დაფები ხის მასალით შეცვალეს, ამჯერად ასოები ხეზე სარკისებურად ამოკვეთილი და ზედაპირიდან
ამობურცული
იყო.
იცით თუ არა, რომ...
• დღეს არსებული დამწერლობებიდან ჩინური ყველაზე ძველია?
• არაბული და ლათინური ყველაზე გავრცელებული დამწერლობებია მსოფლიოში...
• ბერძნული პირველი ანბანია, სადაც ხმოვნები შემოიღეს
• ფინიკიური დამწერლობა პირველი ანბანია მსოფლიოში
• სლავური დამწერლობა ბერძენმა კირილემ შექმნა, ამიტომ უწოდებენ მას სლავურ-კირილურს, ანუ კირილიცას;
• თანამედროვე 14 დამწერლობათაგან სიძველით პირველ
ოთხ
ადგილს
იკავებს:
ჩინური,
ბერძნული,
ლათინური
და
ებრაული.
ქართული
დამწერლობა
მე-5
ადგილზეა. მას
მოსდევს
სირიული,
არაბული,
სომხური,
ეთიოპიური,
იაპონური,
სლავურ-კირილური,
ინდური,
მონღოლური
და
კორეული.
ლინკი
